ავტოსაგზაო შემთხვევას დმანისში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 18 და 19 წლის ორი ახალგაზრდა. ჩვენი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა კონტროლი დაკარგა და ამოტრიალდა. ორივე ახალგაზრდა შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა.