სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, გეორგი არუთინიანმა მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა, რომლებსაც მისი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ გამართავს.
არუთინიანმა ინტერვიუ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის Youtube არხს მისცა და განაცხადა, რომ „ჯვაროსნებთან“ ჩანიშნული ორივე მატჩის მოგება უნდა.
„საქართველოსთან გასამართ შეხვედრებს დიდი ინტერესით ველოდებით. ქართველები ჩვენი მეზობლები არიან და ასე რომ ვთქვათ, კავკასიური დერბი გვექნება. ძალიან მინდა, ორივე თამაში მოვიგოთ“.