ბათუმში, ანგისის დასახლებაში, მოძრავ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს მოხდა. – ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს:
თვითმხილველთა ინფორმაციით, ხანძრის შემდეგ ავტომობილი მთლიანად დაიწვა. არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.