საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა სია ცნობილია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ”, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატების სიაში შევიდნენ:
მამუკა მდინარაძე – შპს “ახალი უმაღლესი სასწავლებელი”, “საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია”; გია დეკანოზიშვილი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; ნინო ნიშნიანიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ზურაბ ძლიერიშვილი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ვახტანგ მჭედლიშვილი – საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის; გიორგი გიორგაძე – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”; გიორგი ბერძენიშვილი – აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი; ლევან ბოძაშვილი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; ავთანდილ კახნიაშვილი – სასწავლო უნივერსიტეტი ევროპული აკადემია; იური ტაბუცაძე – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; გიორგი გიორგაძე – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; ზურაბ სანიკიძე – ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი; ლილი გელუკაშვილი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გიორგი თევზაძე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია.
14.01.14