პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციის მონაწილეებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ინფორმაცია ამის შესახებ „რუსთავი 2-ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც ირკვევა, პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში, თუმცა დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.