მე ძალიან კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის თავისუფალი, კონკურენტული გარემო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრით მას სურს საფუძველი ჩაეყაროს გულწრფელ და ეფექტიან დიალოგს ბიზნესსაზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის.
“მე მსურს საფუძველი ჩავუყაროთ დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც თქვენი კომპანიების წარმატებულ საქმიანობას და განვითარებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. მე ძალიან კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის თავისუფალი, კონკურენტული გარემო. მესმის იმ წვლილის მნიშვნელობა, რომელიც ბიზნესმა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში უნდა შეიტანოს. ჩვენ, ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა შევქმნათ ისეთი ინსტიტუციონალური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურ და ეფექტიან ათვისებას. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის მთავარი პრობლემის – სიღარიბის გადაჭრას”, – განაცხადა პრემიერმა.
14.01.15