თბილისის საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე საკრებულოში მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ჩავარდნის მიზეზებზე საუბროს და ქალაქის მთავრობას თითოეულ მუხლზე კონკრეტული პასუხის გაცემას სთხოვს.
როგორც კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დრომდე თბილისის მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილი ყველა პროექტი მარტივად გადიოდა, 29 დეკემბერს კი დაფიქსირდა პირველი პრეცენდენტი, როცა მერიის მიერ შემუშავებული პროექტი საკრებულომ არ დაამტკიცა.
,,გასაგებია, რომ ამ ფაქტმა მერიაში შოკი გამოიწვია, მაგრამ ყველამ სწორად უნდა შევაფასოდ შექმნილი რეალობა და გავიაზროთ, რომ მერიამ თბილისის საკრებულოში დაკარგა უმრავლესობა და მას ახალ რეალობასთან მოუწევს შეგუება.
ბიუჯეტის ჩავარდნა კატასტროფა არ არის. აქედან გამომდინარე ყოველგვარი ვაი-ვიშისა და ეპისტოლარული ჟანრის ნაცვლად, რომელსაც სამწუხაროდ მერიამ მიმართა ბოლო პერიოდში და წერილების მიწერ მოწერას აქვს ადგილი, მან კონკრეტული პასუხები უნდა გასცეს, საკრებულოს მხრიდან იმ მიზეზებსა და კითხვევს, რომლის გამოც ჩავარდა 29 დეკემბერს თბილისის ბიუჯეტი.
იქმნება შთაბეჭდილება თითქოს საკრებულომ ის პოლიტიკური დავალებით ხელოვნურად ჩააგდო. არ ვიცი, ვის რა დავალება ჰქონდა, მაგრამ იმ მიზეზებს ჩამოვთვლი, რის გამოც ბიუჯეტის პროექტს თავად არ დავუჭირე მხარი“, – აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
საკრებულოს დეპუტატმა პირველ მიზეზად ბიუჯეტის პროექტში მთელი რიგი მუხლების გაუმჭირვალობა დაასახელა.
მისი განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიმართ ისმოდა კითხვა, თუ რა თანხა შეიძლებოდა აუთვისებელი დარჩენილიყო, 2013 წლის მიწურულს მერიამ იმავე წლის ბიუჯეტში ნარჩენი თანხის სახით ჯამში 55 მილიონი ლარი უცებ აღმოაჩინა.
კაციტაძის თქმით, სრულიად ბუნდოვანია, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ხსენებული თანხა.
,,55 მილიონი ერთ ფურცელზე შემდეგი სახითაა გაწერილი: მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება – 10 მილიონი ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები – 15 მილიონი, ძველი თბილისის ბიუჯეტი – 15 მილიონი. საბავშვო ბაღები – 5 მილიონი. ფესტივალი – 10 მილიონი და ამ ყველაფერმა ჯამში 55 მილიონი გვაჩვენა, მაგრამ ამის მიღმა რა პროექტები დგას და რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა, ძალიან ბუნდოვანია“, – აღნიშნა მან.
ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის მეორე მიზეზად დეპუტატმა ხარჯვითი ნაწილის ფარგლებში არასწორად განსაზღვრული პრიორიტეტები დაასახელა. მან ამის ერთ-ერთ მაგალითად თბილისის სატელევიზიო ანძის გასანათებლად ნახევარი მილიონი ლარის გამოყოფა დაასახელა. ამ დროს კი, კაციტაძის თქმით, უპოვართა და უსახლკაროთათვის თავშესაფრების ასაშენებლად და ბინათმოწყობისათვის მხოლოდ 300 000 ლარია გათვალისწინებული.
,,თბილისის მერიამ შემოგვთავაზა 9 სხვადასხვა მიმართულება და 9 დან ერთ-ერთი ეკონომიკური განვითარება იყო. მოგეხსენებათ, ამ პრიორიტეტის მიღმა დგას მუნიციპალური საწარმოების შემქნა, ანუ დასაქმების პროგრამის გადაწყვეტა, მერიამ კი ეს მიმართულება მხოლოდ ერთ პროცენტში მოაქცია. ანუ 5,4 გამოყო ეკონომიკისთვის თბილისში. მიმაჩნია, თუ თემა პრიორიტეტულია, ის არ შეიძლება იყოს ჩაკეტილი მხოლოდ ერთ პროცენტში, ისიც იმ პროცენტში, რომელიც ეკონომიკის განვითარებასა დასაქმების საკითხებს ეხება“,- განაცხადა მამაუკა კაციტაძემ.
მესამე მიზეზი საკრებულოს წინადადებების სრული იგნორირება გახდა.
მამუკა კაციტაძის განმარტებით, თბილისის მერიამ ბიუჯეტის პროექტი 730 მილიონი ლარით განსაზღვრა, საკრებულოს კი 15,6 მილიონი ლარის ფარგლებში გასახორციელებელ ცვლილებებზე უთხრა უარი. რაც კაციტაძის შეფასებით, მერიის მხრიდან საკრებულოს სრულ იგნორირებასა და არაკოლეგიალობას ნიშნავს.
,,მერია თვლის, რომ ისევ იმ მოცულობაზეა, როცა ამბობდა, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, საკრებულოს არავინ არაფერს არ კითხავსო. მას უბრალოდ არ გასჩენია სურვილი, რომ ამ ნამატი 55 მილიონ ლართან დაკავშირებით დალაპარაკებებოდა საკრებულოს“, – აღნიშნა მამუკა კაციტაძემ და დასძინა, რომ ბიუჯეტი არა მერიის სურველებზე, არამედ დედაქალაქზე და თბილისელებზე უნდა იყოს მორგებული.
საკრებულოს დეპუტატი გამოსავალს ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის მიზეზებზე თბილისის მერიასა და საკრებულოს პრაგმატულად მსჯელობაში ხედავს, რათა დედაქალაქს „ფინანსური სტაბილურობა“ ჰქონდეს“.
,,მიუხედავად იმისა, რომ არც ე.წ. უმცირესობას და არც უმრავლესობას წარმოვადგენ, მზად ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მივიღო 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში.
ასევე აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, როდესაც თბილისის ბიუჯეტი ჩავარდა, ნაციონალური მოძაობის 24 დეპუტატიდან საკითხს მხარი მხოლოდ 18 დაუჭირა. ანუ ნაციონალური მოძრაობაც არ გახლადათ ერთგვაროვანი.
პირველად გვეძლევა საშუალება, რომ დედაქალაქს ჰქონდეს ფართო ბიუჯეტი, მე პირადად ვაცხადებ მზადყოფნას, მერიასთან და საკრებულოსთან გავიარო კონკრეტული თეემბი და დავასტაბილუროთ ქალაქის ფინანსური მდგომარეობა“,- განაცხადა მამაუკა კაციტაძემ.
მერიამ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 29 დეკემბრის სხდომაზე წარადგინა, თუმცა ხმათა უმრავლესობით აღნიშნული დოკუმენტი ჩავარდა.
15.01.14