საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მიმდინარეობს და მას მედიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ესწრება.
“მე ჟურნალისტებს პირველად ვხვდები პრემიერ-მინისტრის რანგში. მიხარია, რომ ასეთი შეხვედრების ტრადიცია, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვირდა, გრძელდება. ეს საინტერესოა მთავრობისთვის, თქვენთვის და განსაკურებით ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ პირობა მივეცით საზოგადოებას, რომ მთავრობის საქმიანობა იქნებოდა ღია და გამჭვირვალე. გვინდა ვიცოდეთ, რა აწუხებს მოსახლეობას. გვინდა მოვისმინოთ თქვენი კითხვები, დიდი ინტერესით მოგისმენთ ყველას”, – მიმართა პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყების წინ.
ამასთან, მისივე განმარტებით, ის მაქსიმალურად შეეცდება ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხოს.
16.01.14