საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვან პროვოკაციებს არ ელოდება.
როგორც პრემიერმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უკრაინის მსგავსი მოვლენები შესაძლოა საქართველოშიც განვითარდეს, რადგან საქართველო რუსეთზე არ არის იმდენად დამოკიდებული, როგორც უკრაინა.
პრემიერის შეფასებით, რუსეთს არ აქვს ისეთი ბერკეტები, როგორიც მას ჰქონდა და აქვს უკრაინაში; შესაბამისად, ამ მიმართულებით რისკი მინიმალურია.
“მე ადრე ვთქვი, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები. ამ პროვოკაციებს ჩვენ ვხედავდით და გვესმის მთელი წლის განმავლობაში. იგივე საოკუპაციო ხაზთან მიმართებაში. გარდა ამისა, სხვა პროვოკაციებიც შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანს არ ველოდებით, რაღაც განსაკუთრებულს, რა უნდა იყოს იმაზე მეტი რაც უკვე გვაქვს და ჩვენ ტერიტორიის 20% ოკუპირებული გვაქვს”, – აღნიშნა პრემიერმა.
16.01.14