ლაფანყურის საქმის გამოძიება პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლაფანყურის საქმე მართლაც გაიწელა და რთული საქმეც იყო. პრემიერის განცხადებით, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო იძულებულია, გაითვალისწინოს ეროვნული ინტერესები და ერთი საქმით უფრო მთავარი – ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ დააზიანოს.
“მე მაქვს ინფორმაცია გამოძიებიდან, რომ ეს საქმე არის პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი და ჩემი ინფორმაციით, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავენ ერთობლივად ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას, გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16.01.14