საქართველოს ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა იუნესკოში, ეკატერინე სირაძე-დელონემ მონაკოს სამთავროს პრინცს, მის აღმატებულება ალბერტ II-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
როგორც საგარეო უწყებიდან “თბილისი თაიმსს” აცნობეს, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი მონაკოს სამთავროს მთავარ სასახლეში გაიმართა.
ცერემონიას ესწრებოდა მონაკოს სამთავროს სახელმწიფო მინისტრი ბ-ნი ჟაკ ბუასონი და საგარეო საქმეთა მინისტრი – ჟოზე ბადია.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოს ელჩსა და მონაკოს პრინცს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი საქართველოსა და მონაკოს სამთავროს შორის კულტურის, მეცნიერებისა და ეკონიმიკის სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპერქტივებს შეეხო.
16.01.14