საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი საბერძნეთსა და სერბეთში დავით ბაქრაძე სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ირენა ვუჟოვიჩსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) სერბეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს ალექსანდრა ჟუროვიჩს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-სერბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ირენა ვუჟოვიჩმა აღნიშნა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა და გამოხატა იმედი, რომ უახლოეს მომავალში სერბეთის ნაციონალური ასამბლეა ჩამოაყალიბებს საქართველოსათან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს. ის ასევე დაინტერესდა საქართველოში სერბული ინვესტიციების პოტენციალითა და პერსპექტივებით.
ალექსანდრა ჯუროვიჩმა ელჩ დავით ბაქრაძეს დიდი მადლობა გადაუხადა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის საქართველოს მტკიცე პოზიციის დაფიქსირების გამო და აღნიშნა საქართველოსა და სერბეთის საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობების მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეასთან.
დავით ბაქრაძემ დადებითად შეაფასა ის წინსვლა და მიღწევები, რომელიც სერბეთმა ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ გადადგა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება დიდად შეუწყობს ხელს ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
მხარეებმა ყურადრება გაამახვილეს სერბი მოქალაქეების დიპლომატიური და ბიზნეს ვიზების გამარტივებასა და გაუქმებაზე.
16.01.14