საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს და კომისიის მდივან ტომას მარკერტს შეხვდა.
როგორც “თბილისი თაიმსს” პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით დაინტერესდა. ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა, ხელს შეუწყობს სახელმწიფოში ძალთა ბალანსისა და დემოკრატიის განვითარების უზრუნველყოფას.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ივანე მაჭავარიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, კონსტანტინე კორკელია.
16.01.14