ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვლმა და მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი მუსხელიშვილმა შეხვედრა გამართეს გუანდ დონგის პროვინციის გუბერნატორ შუი შაო ჰუასთან.
საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
მხარეებმა დააფიქსირეს მზადყოფნა გააღრმავონ ხალხთაშორისი ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.
შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოზიდვისადმი დაინტერესება და წარმატებით განხორციელების საქმეში ხელშეწყობის მზადყოფნა.
17.01.14