კვლევითი კომპანია “Wealth-X”-ი (მდიდარი ადამიანების ცხოვრების და საქმიანობის დეტალევბს იკვლევს. მათ შესახებ, რეიტინგებსსა და სხვადასხვა მონაცემებს აქვეყნებს) კომპანია “Savills”-თან ერთად, (უძრავი ქონების მომსახურების გლობალური სააგენტო) ახალ ანგარიშშს აქვეყნებს, სადაც ფიქსირდება, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები თავიანთი მილიონების დიდ ნაწილს უძრავი ქონების შეძენაზე ხარჯავენ. ქვემოთ მოცემული რუკა გვიჩვენებს, ფულის ნაკადების მიმოქცევას მსოფლიოს მასშტაბით. ის გვიჩვენებს, თუ სად აბანდებენ ის ადამიანები თავიანთ ქონებას, რომელთა აქტივებიც სულ ცოტა 30 მილიონს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, რუკაზე დატანილი გამუქებული და აღნიშნული ადგილები არ გვიჩვენებს მხოლოდ იმ ადგილებს, სადაც ისინი ისურვებდნენ ცხოვრებას, არამედ გეოგრაფიულ ტერიტორიებსა და იურისდიქციებს, რომელიც გამოსადეგი იქნება სხვა სახის ინვესტირებისთვის. აღსანიშნავია ის, რომ როდესაც საუბარია მუდმივ საცხოვრებელზე, მილიონერებმა შესაძლოა ინვესტირება განახორციელონ საზღვარგარეთ, თუმცა ისინი მაინც მშობლიურ რეგიონში ცხოვრებას ამბჯობინებენ. საინტერესო ტენდენციები:
- ჩრდილო ამერიკელები ძირითადად აშშ-ში ყიდულობენ უძრავ ქონებას.
- ლათინო ამერიკელებსაც ასევე აშშ მოსწონთ უძრავი ქონების შესაძენად, თუმცა კარიბის კუნძულებიც იმსახურებს მათ მოწონებას.
- ევროპელები ერთმანეთისგან ყველაზე განსხვავებული მყიდველები არიან: „ევროპელი მილიარდერების თავშესაფარი მხოლოდ ევროპა არ არის, რადგან ისინი ყიდულობენ ძალიან ბევრ ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას კარიბის კუნძულებზეც, შორეულ აღმოსავლეთში, აშშ-სა და კანადის სხვადასხვა ნაწილებშიც.“ – მოცემულია ანგარიშში.
- როდესაც საუბარია ძვირად ღირებულ უძრავ ქონებაზე, მილიონერებისთვის ლონდონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლიდერობს.
Savills and Wealth-X
ქვემოთ მოცემული რუკა გვიჩვენებს სიმდიდრის საერთო რაოდენობებს მსოფლიოს მასშტაბით და რა წილი პროცენტი მოდის უძრავ ქონებაზე. უმდიდრესი ადამიანები ევროპიდან და შუა აღმოსავლეთიდან პროპორციულად უფრო დიდ ნაწილს ხარჯავენ უძრავ ქონებაზე, აშშ-ს წარმომადგენლებთან შედარებით, რომლებიც ინვესტირების სხვა ფორმებს ამჯობინებენ. დაახლოებით 200 000 ადამიანი დაფიქსირდა 2013 წელს, რომელთა აქტივებმაც 30 მილიონს გადააჭარბა. მათი ინვესტიციების საერთო ჯამმა კი 27,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი 2020 წლისთვის 40 მილიარდს გადააჭარბებს.