ევროპელი ლიდერები პუტინთან ერთად აღარ ისადილებენ. გადაწყვეტილება ევროკავშირში მიიღეს. საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, მიზეზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: რუსეთი-ევროკავშირის სამიტი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, წელს ტრადიციული ორი დღის ნაცვლად, მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდება. “როიტერის” ცნობით, სამიტი ვლადიმერ პუტინსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის რამდენიმესაათიანი საუბრით შემოიფარგლება.
რუსეთის პირველი პირი ბრიუსელს 28 იანვარს ესტუმრება. პუტინი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისა და მათ მრჩევლებს შეხვდება.
18.01.14