2013 წლის 5 დეკემბერს გამართულ სხდომაზე სააპელაცო სასამართლომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ზედა ინსტანციაში გასაჩივრებული საქმე არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება, რომელიც ილიაუნის ადმინისტრაციის მხრიდან 2012 წლის ზაფხულში გათავისუფლებული პროფესორ-მასწავლებლების საქმეში უნივერსიტეტის მხრიდან დარღვევები და ბრალეულობა იკვეთებოდა. შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ პროფესორ მაია გონაშვილის ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად გამოაცხადა. მაია გონაშვილი ილიაუნის ბიზნესის სკოლაში დეკანის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა 2012 წლის აგვისტომდე. იმავდროულად, იგი იყო ილიაუნის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2012 წლის აგვისტოს თვეში, როცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კანცლერი სერგო რატიანი (ამჟამად „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციონერი პარლამენტარი) იყო, მაია გონაშვილი და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი აკაკი ცომაია უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაანთავისუფლა ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობებიდან (პროფესორობიდან). რის გამოც, ილიაუნის ბიზნეს სკოლის 20-ზე მეტმა ლექტორმა პროტესტის ნიშნად ილიაუნი დატოვა. მაია გონაშვილმა სამართლიანობის აღსადგენად სასამართლოს მიმართა. 2013 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომაზე გონაშვილის სარჩელი მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა. სამოქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება ილიას უნივერსიტეტმა გაასაჩივრა. 2013 წლის 5 დეკემბერს, შედგა სააპელაციო სასამართლო სადაც მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს 17 ივლისის საქალაქო სასამართლოს აგდაწყვეტილება. ილიას უნივერსიტეტს დაეკისრა მაია გონაშვილის აღდგენა ყველა თანამდებობაზე, რომელიც მას უკანონო განთავისუფლებამდე ეკავა. გარდა ამისა, უნივერსიტეტს დაეკისრა სასამართლოს მიერ გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურება და სახელმწიფო ბაჟის გადახდა. წყარო: http://newsplus.ge/?p=22332