83 წლის ასაკში აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, პანაშვიდი ხვალ და ზეგ, დაკრძალვა კი ხუთშაბათს გაიმართება. მას სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ.
ჯუმბერ ლომინაძე 1930 წლის 20 სექტემბერს დაიბადა. 1974 წელს ის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1982 წელს პროფესორი, 1979 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1988 წელს კი აკადემიკოსი გახდა. 1997-2003 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 2003-2006 წლებში კი საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე. 2006 წლიდან დღემდე გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
ჯუმბერ ლომინაძე 250-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო, მათ შორის მონოგრაფიის.
2000 წელს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ხოლო 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.
20.01.14
Discussion about this post