საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია კარიერას “ჩიკაგო ბულსში” გააგრძელებს.
ამერიკული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, “ბრუკლინ ნეთსსა” და “ჩიკაგო ბულსს” შორის შეთახნმება უკვე შედგა და ქართველი ფორვარდი ახალ კლუბში ვარჯიშს რამდენიმე დღეში დაიწყებს.
სანაცვლოდ, ჩიკაგოდან ბრუკლინში გადავა მარკიზ თიგი,რომელიც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შენგელიას მსგავსად 2012 წლიდან თამაშობს.
კლუბებს შორის განხორციელებული შეთანხმების დეტალები, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
თორნიკე შენგელიას დებიუტი კი “ჩიკაგო ბულსში” მომავალი კვირის ბოლოს იგეგმება.
20.01.14