რუსეთის პირველი დიპლომატის მორიგი გზავნილი საქართველოს. სერგეი ლავროვის აზრით, ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარებას თბილისის მხრიდან რეგიონში შექმნილი რეალობის არაღიარება პერიოდულად დაამუხრუჭებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამ განცხადებასთან ერთად დღის ერთ-ერთი მთავარი თემაა ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარის სკანდალური კომენტარი, რომელიც ფილიპ ლეფორმა ცხინვალში გააკეთა.
დეფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთის სტატუსს შეეხო. ლეფორი ხვალ თბილისში ჩამოდის, რა დროსაც საქართველოს საგარეო უწყება ოსური მედიით გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას შეეცდება.
21.01.14