2014 წლის 21 იანვარს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და სენატორების მრჩეველთა დელეგაციასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე საკითხები, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების პრობლემატიკა, ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2014 წლის მანძილზე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლასა და ზოგადად, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
აშშ-ის დელეგაციამ ქართულ მხარეს 2013 წლის მანძილზე მიღწეული წარმატებები მიულოცა. მათი მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
აშშ-ის დელეგაციამ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანის მიმართ.
22.01.14