საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. “გვინდა, გამოვთქვათ შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოსთან შეთანხმების გარეშე, საქართველოს ტერიტორის სიღრმეში 11 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაფართოებასთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი ფაქტობრივად სამხედრო და უსაფრთხოების სრულ კონტროლს ფლობს ამ ტერიტორიაზე, ეს არის არა უბრალოდ ტექნიკური ნაბიჯი, არამედ მას აქვს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს.
“აქვე გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ ქართულმა მხარემ გამოთქვა სრული მზადყოფნა, აქტიურად ჩართულიყო სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში”, – დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.
რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე პერიოდში მდინარე ფსოუზე სასაზღვრო ზონა იმოქმედებს. მიზეზად სოჭის ოლიმპიადის დროს უსაფრთხეობის ზომების გამკაცრება სახელდებდა.
22.01.14