დედოფალი ელისაბედ II ”სამეფო საქმეებს” გადასცემს თავის უფროს ვაჟს – ჩარლზს. ეს პროცედურა დაიწყება დედოფლისა და პრინცის პრეს-ოფისების შერწყმით, რაც უკვე ამ კვირაში მოხდება.
დედოფალს აპრილში უსრულდება 88 წელი და ასაკოვნების გამო მისმა უდიდებულესობამ გადაწყვიტა საკუთარი მოვალეობის გარკვეული ნაწილი გადააბაროს ტახტის მემკვიდრეს, რომელიც ამიერიდან იქნება დედოფლის წარმომადგენელი ოფიციალური ღონისძიებების უმეტეს ნაწილში.
სამეფო ოჯახის ოფიციალური წარმომადგენელი იუწყება:
”სამეფო საქმეების გადაცემა მოხდება ეტაპობრივად. ჯერჯერობით დედოფალი ძევლებურად შრომობს: ყოველდღიურად მას აქვს მნიშვნელოვანი აუდიენციები და უხდება ხელმოწერა მრავალ დოკემენტზე. ჩარლზი ამას იქეთ წარმოადგენს სახელმწიფოს და ნაკლებად იქნება ყოფითი საქმიანობით დაკავებული; მართალია, დედოფალი ჯანმრთელობას არ უჩივის, მაგრამ წლები მაინც თავისას შვება”.
დედოფლის საქციელი უკვე შეაფასეს, როგორც ”ბუნებრივი და ბრძნული”. აქვე უნდა აღინიშნოს, გარკვეული დროის წინ ბრიტანელები ფიქრობდნენ, რომ დედოფალი შეეცდებოდა დაერღვია ტახტის მემკვიდრეთა თანამიმდევრობა და გვირგვინის ღირსად ეცნო შვილიშვილი უილიამი. მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებენ, რომ დედოფალი არ შეცვლის ტახტის მემკვიდრეობითობის განრიგს.
წყარო: www.georoyal.ge