საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილი ორგანიზაციას თავად უხელმძღვანელებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა.
ორგანიზაციის ხედვისა და მიზნების შესახებ ბიძინა ივანიშვილი დაწვრილებით 28 იანვარს ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრებს.
23.01.14