კონსულმა დაგმო უკრაინული ხელისუფლების პოლიტიკა ხალხის წინაარმდეგ. დიპლომატმა აღნიშნა, რომ გადადგომა კიევში აქციის მონაწილეთა დაღუპვის შემდეგ გადაწყვიტა.
უკრაინის საპატიო კონსული ლუქსემბურგში კლოდ რადუ გადადგა. მან განაცხადა, რომ პროტესტს უცხადებს უკრაინის ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას.
„როდესაც სნაიპერები დემონსტრანტებზე ნადირობას აწყობენ, როდესაც ადამიანებს თავისი აზრის გამოხატვის გამო კლავენ, ეს დიქტატურაა“, – განაცხადა რადუმ.
კლოდ რადუ უკრაინის საპატიო კონსული ლუქსემბურგში 1995 წლიდან არის.
24.01.14