უკრაინული ოპოზიციის ლიდერის ვიტალი კლიჩკოს ძმამ, ვლადიმერ კლიჩკომ დასავლელი ლიდერების მიმართ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
“მოგმართავთ არა, როგორც პოლიტიკოსის ძმა, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც უკრაინელი, რომელიც დახმარებას ითხოვს ტანჯული ხალხისთვის. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვინდა მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც არ იქნება კორუფცია, ადამიანის უფლებების და კანონების მუდმივი დარღვევა. უკრაინელი ხალხის უმრავლესობის სახელით დასავლელ ლიდერებს მოვუწოდებ, მხარდაჭერისკენ და ჩვენი დახმარებისკენ. ნუ მიგვატოვებთ”, – ნათქვამია ვლადიმერ კლიჩკოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ვლადიმერ კლიჩკო მსოფლიო ჩემპიონია კრივში.
27.01.14