საქართველოში იტალიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატი უწყებაში ახსნა-განმარტებებისთვისაა დაბარებული. მიზეზი ოკუპირებულ ცხინვალსა და იტალიურ ქალაქ- ლანუზეის შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებაა.
მაია ფანჯიკიძის უწყებამ იტალიაში საქართველოს საელჩოს უკვე დაავალა ვითარების ადგილზე გარკვევა.
ინფორმაცია ცხინვალსა და ლანუზეის შორის ხელმოწერილ დოკუმენტზე სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა. დავით სანაკოევის თქმით, შეთანხმება 13 იანვარს გაფორმდა და მას ხელი ცხინვალის ეგრეთ წოდებულმა მერმა და ლანუზეის მერმა მოაწერეს.
“ სამხრეთ ოსეთის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი იტალიაში წლის დასაწყისში შედგა. ვიზიტისას სენატის წარმომადგენლებს და ქვეყნის ავტორიტეტულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეებს შევხვდით. “ამბობს სანაკოევი. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იტალიელ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს ელიან.
28.01.14