საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი მზად არის პარლამენტში მოსასვლელად დეპუტატები მას თებერვლის განმავლობაში მოუსმენენ.
“ამ თემაზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. პრეზიდენტის მოსმენა მოხდება საგაზაფხულო სესიის პირველ, მეორე თუ მესამე დღეს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის”,აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად როდის მივა პრეზიდენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
ამასთან, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, პარლამენტის თავმჯდომარეს უმცირესობასთან უკვე ჰქონდა კონსულტაცია პრეზიდენტის მოსმენის ფორმატთან დაკავშირებით.
28.01.14