გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად სოფიო შამანიდი წარადგინა.
გიორგი მარგველაშვილმა, სოფიო შამანიდი, როგორც საკუთარი მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე შეხვედრაზე გააცნო.
შეხვედრას 20 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება. სოფიო შამანიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე ბერძნული ფილოლოგიის სრული პროფესორია, მეცნიერებათა დოქტორი და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და რედაქტორია.
29.01.14