საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, ის ფარული ჩანაწერები, რომელმაც შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულზე გაგვიყვანოს არ უნდა განადგურდეს.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნულის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დანაშაულის მამტკიცებელი ვიდეომასალის განადგურება, თავის მხრივ, უკვე დანაშაულის ჩადენა იქნება.
“ამ საკითხზე ჩემი ზოგადი დამოკიდებულებაა ის, რომ ასეთი ტკივილი საზოგადოებამ უნდა გადალახოს და იფიქროს მომავალზე, მაგრამ ბუნებრივია, სადაც არის დანაშაულის ნიშნები, ამის განადგურება, თავის მხრივ, უკვე დანაშაულის ჩადენა იქნება. თუ არსებობს რაიმე საბუთი და მტკიცებულება, რომელმაც შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეზე გაგვიყვანოს, ასეთი დოკუმენტაცია არ უნდა განადგურდეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა განადგურებულ იქნას ისეთი ვიდეომასალები, სადაც მხოლოდ ის ფაქტებია ასახული, რაც გვაბრუნებს ძველ დროში, როცა ადამიანებს აწამებდნენ”.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანონი მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
29.01.14