გიგი უგულავა ზუსტად ვერ იხსენებს, როგორ აღმოჩნდა მუხროვანის ბაზაზე. ამის შესახებ გიგი უგულავამ ჟურნალისტებს გუშინ გავრცელებული ვიდეომასალის კომენტირებისას განუცხადა.
უგულავას განცხადებით, მას სურს საზოგადოებას შეახსენოს, რა იყო მუხროვანის ამბოხი და ვინ იყვენენ მისი ორგანიატორები.
“ესენი იყვნენ კრიალაშვილი და ოთანაძე. ამაზე საზოგადოებრივი კონსესუსი არსებობდა, რომ შევარდნაძის დროს, როდესაც მათ მოაწვეს პირველი ამბოხი, როდესაც საქართველოში ნატო-ს დელეგაცია ჩამოდიოდა, ამის დამამტკიცებელი მასალები არსებობს”, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, როდესაც ამბოხია, ყველა შემდგარი სახელმწიფო შესაბამისად მოქმედებს.
“რაც შეეხება მეორე კონკრეტიკას, იმ ადგილას მე აღმოვჩნდი თუ ზუსტად მახსოვს პრეზიდენტთან ერთად, ან რაიმე ღონისძიებაზე ვიყავი მისული. ამაზე მეტყველებს ჩემი და პრეზიდენტის იმ ადგილისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა.
მესამე ასპექტი-ბუნებრივია, ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას. იქ იყო მერაბიშვილი სპეცრაზმელებთან და სამხედროებთან ერთად. მე მოვისმინე სხვადასხვა კომენტარი, რომ სააკაშვილი შეეტენათ სადმე ამ საქმეში. ბოლოს და მთავარი – ვინც იცნობს მერაბიშვილს და მის არც თუ ისე გრამატიკულად გამართულ საუბრის მანერას, კარგად გაარჩევს რა იგულისხმა მან. ეს კადრები გავრცელებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ. მერაბიშვილი ჯერ კადრებში საუბრობს, ორი პიროვნების დაჭერაზე და დაკითხვაზე, შემდეგ კი, როდესაც საუბარია თეორიულად გვამებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი, დავალებას აძლევს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ”, – განაცხადა უგულავამ.
30.01.14