უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ავად გახდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი , იანუკოვიჩს მწვავე რესპირატორული დაავადება აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.
მათივე ინფორმაციით, ავადმყოფობასთან დაკავშირებით იანუკოვიჩმა შვებულება აიღო.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ვიქტორ იანუკოვიჩი უმაღლესი რადას შენობაში ორჯერ მივიდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრეზიდენტმა დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათთან პირდაპირ საავადმყოფოდან მივიდა.
“მე მქონდა სისხლდენა და დაყენებული მქონდა წვეთოვანი. თუმცა, რომ დავინახე ის, რაც აქ ხდებოდა, წამოვედი თქვენთან”, – ციტირებენ უკრაინელი დეპუტატები პრეზიდენტის სიტყვებს.
გუშინ უკრაინის რადა ამნისტიის პროექტს განიხილავდა.
30.01.14