ავტომობილების ტექდათვალიერების ღირებულება 50 ლარს არ აღემატება, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება კონკრეტულ გერმანულ კომპანიასთან და ტექდათვალიერება მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვება. სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ტექდათვალიერების სავალდებულოდ გავლა ასოცირების შეთანმხების ხელმოწერისა და ძალაში შესვლიდან 4 წლის შემდეგ იქნება. როგორც ალექსი პეტრიაშვილმა განმარტა, საუბარია დაახლოებით 2019-2020 წლებზე.
ამასთან, ავტოსატრასპორტო საშუალებების ტექდათვალიერება საქართველოში 2015 წლის პირველი მარტიდან ხდება სავალდებულო.
31.01.14