თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ქ. ნიუ იორკის მერიის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელთან, საკრებულოს თავჯდომარესთან, ბატონ ბრადფორდ ბილეტთან, ამერიკელ სენატორებთან, ნიუ–იორკში საქართველოს სათვისტომოსა და სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელებთან.
როგორც საკრებულოდან “თბილისი თაიმს” აცნობეს, შეხვედრაზე განიხილება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები როგორიცაა ქალაქებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ეკონომიკურ და კულტურ სფეროებში, ასევე თვითმართველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და ურთიერთგამოცდილების გაზიარება (შესაძლებელია თვითმართველობის სპეციალური საკონსულტაციო ჯგუფების ჩამოყალიბება), ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამერიკაში ქართველი ემიგრანტების უფლებებისა და ტურიზმისა სფეროს გაუმჯობესების თემატიკას.
საკრებულოს დელეგაციის შემადგენლობაშ შედიან თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი და მისი მოადგილეები, ჯაბა სამუშია და გიორგი ტყემალაძე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ამერიკული მედიის წარმომადგენლებთან თბილისის საკრებულოს თავჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის ბრიფინგი.
01.02.14