სამედიცინო ჟურნალ “ლანცეტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ არყის დიდი რაოდენობით მიღება „უკიდურესად“ ზრდის ნაადრევი სივდილის შანსს.
კვლევის ჩატარებისას მეცნიერები 1999 წლიდან 2010 წლამდე 151 ათას ადამიანს აკვირდებოდნენ. მათგან 8000 ადამიანი ნაადრევად გარდაიცვალა და სიკვდილის მიზეზები პირდაპირ უკავშირდებოდა არყის გადამეტებულ სმას.
კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ იმ ადამიანების 55 წლამდე სიკვდილის შანსი, რომლებიც კვირის განმავლობაში ლიტრანახევარ არაყს სვამდნენ, 35 პროცენტით იზრდება.
03.01.13
ვაშინგტონი