საგანმანათლებლო სფეროს მიმართულებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს.
“ნაციონალური მოძრაობის” განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 28 000 სტუდენტს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. 2012 წლის 1 ოქტომბრისთვის, მათივე ინფორმაციით, ეს ციფრი 12 000-ს არ აჭარბებდა.
“უმაღლესი განათლების სფეროში არ არსებობს სწავლის საფასურის გადახდის გარდა სტუდენტებისათვის ალტერნატიული მექანიზმები. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე, უფლება აქვს სწავლის საფასურის (ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის) სანაცვლოდ, სამხედრო სამსახურის გავლა მოითხოვოს. გარდა ამისა, კანონის მიზანია ახალგაზრდების მოქალაქეობრივი თვითშეგნების კულტურის ამაღლება. თანამედროვე სახელმწიფოსთვის ფუძემდებლური პრინციპის უფლებებისა და მოვალეობების ურთიერთმიმართების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს იმ კულტურის დანერგვას, როდესაც ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის გაწეულილ სამსახურს სახელმწიფოს მხრიდან ადექვატური დაფასება მოსდევს” – ასეთია მმართველი გუნდისადმი “ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზება.
მათი საკანონმდებლო წინადადებები ასევე შეეხება მანდატურის სამსახურს და თავისუფალი მსმენელის კრედიტების აღიარებას.
“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას სთავაზობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საგანმანათლებლო დაწესებულების ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახური ფუნქციონირების საფუძველს სკოლასა და სამსახურს შორის გაფორმებილი ხელშეკრულება წარმოადგენდეს.
მათი კიდევ ერთი ინიციატივის გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თავისუფალი მსმენელის ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საფეხურზე ჩარიცხვის შემდეგ, გასავლელი აკადემიური პროგრამის უკვე დაძლეულ ნაწილად ჩაითვლება.
03.01.14