არასამთავრობო ორგანიზაციის „მოქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართება 4 თებერვალს, 12 საათზე.
როგორც “თბილისი თაიმს” ორგანიზაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო “რედისონში” გამართავს.
ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს.
“მოქალაქის” პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის გამო გადაიდო.
03.01.14