ავსტრიაში რელიგიის სწავლება გარანტირებულია, StGG–ის მუხლით 17 (4), რომლის მიხედვითაც შესაბამისი ეკლესიები პასუხისმგებელნი არიან, რელიგიის გაკვეთილებზე სკოლებში. სისტემატურად განახლებადი ეს მუხლი განსაზღვრავს მოსწავლეების და მათი მშობლების რელიგის თავისუფლებას და მშობლების უფლებას, მისცენ შვილებს რელიგიური განათლება.
Religionsunterrichts -ის მე–2(ბ)(1) ნაწილი ადგენს, რომ საჯარო სკოლებში უნდა განთავსდეს ჯვარცმა, თუ მოსწავლეთა უმრავლესობა ქრისტიანული აღმსარებლობისაა.
რელიგიის სწავლების ორგანიზება, განხორციელება და უშუალო კონტროლი შესაბამისი ეკლესიის საქმეა. რელიგიის სწავლების ორგანიზება ხდება რელიგიური ერთობების და არა სახელმწიფოს მიერ, იმის მიუხედავად, რომ რელიგია, სხვა საგნების მსგავსად, სავალდებულო საგანია.
რელიგიის სწავლების პროგრამებს ამტკიცებს შესაბამისი ეკლესიები, ხოლო განათლების სამინისტრო ინფორმირებული უნდა იყოს და გამოსცეს ისინი, თუმცა ეს მონაწილეობა დეკლარაციული მნიშვნელობისაა. სახელმწიფოს თანხმობა არ არის აუცილებელი. რელიგიის სწავლების სახელმძღვანელოები ჩართულია სასკოლო წიგნების პროგრამებში და სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული.
რელიგიის მასწავლებლებად შეიძლება დაინიშნონ, სათანადო კვალიფიკაციის მქონე, მხოლოდ ის პირები, რომლებიც მოიწონა შესაბამისმა ეკლესიამ.
აღიარებული ეკლესიები სუბსიდიებს იღებენ საჯარო სტატუსის მქონე ნებისმიერი აღმსარებლობის კერძო სკოლების თანამშრომლებისათვის (Privatschul, ნაწილი მე–17). ეს სუბსიდია გაცემული უნდა იყოს, როგორც „საცხოვრებელი სუბსიდია“ მასწავლებლებისათვის.
წყარო: „სახელმწიფო და ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ გერჰარდ რობერსი
03.01.14