საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ტასოს მიცოპოლუსის შეხვდა.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-კვიპროსის ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ეკონომიკურ საკითხებს, ასევე საქართველოს ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციას. ტასოს მიცოპოლუსისმა დააფიქსირა კვიპროსის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.
„ორმხრივი მიმართულების განვითარების თვალსაზრისით გვაქვს უაღრესად დადებითი დინამიკა. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვითარდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. ვიზიტის დროს მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ მერაბ ბოჭოიძეს. იგეგმება გარკვეული პროექტები ამ მიმართულებით.
„ჩვენ მივიღეთ რწმუნება იმასთან დაკავშირებით, რომ კვიპროსი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესში სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად“- განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა.
„მე მოხარული ვარ, რომ ვარ კვიპროსის რესპუბლიკის პირველი მინისტრი, რომელიც ესტუმრა საქართველოს. ხელი უკვე მოვაწერე თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევრონულ სააგენტოსა და კვიპროსის სიძველეთა დეპარტამენტს შორის. ხოლო, ხვალ ჩვენ ვაპირებთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ხელი მოვაწეროთ კიდევ ერთ მემორანდუმს საქართველოსა და კვიპროსის მთავრობებს შორის საზღვაო-სავაჭრო ნაოსნობის შესახებ“ -აღნიშნა ტასოს მიცოპოლუსმა.
05.02.14