სპეცოპერაცია და მკვლელობა თბილისის ცენტრში – ყაზბეგის გამზირზე დღეს, გამთენიისას დაწყებული ოპერაცია დასრულებულია.
დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ამ ქუჩაზე თურქეთის მოქალაქემ, რომელსაც საქართველოში ბიზნესი აქვს, თანამშრომელი მოკლა. იგი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ლომბარდში იყო ჩაკეტილი. ლობარდშივე იყო ცხედარიც.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ მოხდა და სპეცოპერაცია ყაზბეგის გამზირის #17-ში გამთენიისას დაიწყო. ლომბარდში ჩაკეტილ პირთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მისი დაკავებით დასრულდა.
05.02.14
Discussion about this post