ძლიერი ყინვები გრძელდება. ჰაერის ტემპერატურა საქართველოში ბოლო ორი დღის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა.
ღამით ტემპერატურა – 16 გრადუსს, დღისით კი -12 გრადუსს აღწევდა. ძლიერი ყინვის გამო, ფოთში მდინარე რიონიც გაიყინა, დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარის გაყინვა ბოლოს 50-იან წლებში დაფიქსირდა.
გაყინულია პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლი და მდინარე კაპარჭა. სპეციალისტების განმარტებით, იმის გამო, რომ საქართველო სუბტროპიკულ ქვეყნებს განეკუთვნება, მსგავსი შემთხვევა იშვიათობას წარმოადგენს.
ამ დროისთვის – 14 გრადუსია მცხეთაში, რის გამოც, არაგვისა და მტკვრის შესართავთან, მდინარე მტკვარია გაყინული. ყინულის სისქე 10 სანტიმეტრს აღწევს, ბოლოს ასეთი შემთხვევა 2 წლის წინ დაფიქსირდა, თუმცა მაშინ ყინულის მასა შედარებით თხელი იყო. ამ დროისთვის თბილისში ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსია. სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ.
05.02.14