საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში ვახტანგ ჯაოშვილი ეთიოპიის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, მის უწმინდესობა მათიასს შეხვდა.
მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი მიესალმა ეთიოპიაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გახსნას და გამოხატა რწმენა, რომ საელჩოს საქმიანობა ხელს შეუწყობს ეთიოპელი და ქართველი ხალხის დაახლოებას. ელჩმა და პატრიარქმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და გააქტიურების აუცილებლობა.
საქართველოს ელჩმა, ეთიოპიის პატრიარქთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ გამორჩეულ როლს, რომელსაც ეკლესია ასრულებს ეთიოპიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისევე როგორც მის მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობის გამყარების საკითხში.
06.02.14