საქართველოში ინდოელ ინვესტორთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ფარმაცევტული ბაზრითაც არის დაინტერესებული , – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, გასული დღეების განმავლობაში პოტენციურ ინვესტორებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა.
“ამჯერად ეს არის დიდი ინდური საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, დაინტერესებულია ფარმაცევტული ბაზრითაც. საქართველოს საინვესტიციო გარემო დიდი ხანია, მიმზიდველი გახდა. პოტენციურ ინვესტორებთან არაერთი შეხვედრა იმართება, მიმდინარეობს მსჯელობა კონკრეტულ გეგმებზე და ვფიქრობ, ინდურ კომპანიებთან შეხვედრაც ნაყოფიერი იქნება”, – განაცხადა სერგეენკომ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეს ინვესტორების პირველი სტუმრობა არ არის და გასული წლის განმავლობაში პირადად შეხვდა რამდენიმე ათეული კომპანიის წარმომადგენელს.
07.02.14