საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში ვახტანგ ჯაოშვილმა და მრჩეველმა შალვა დათიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბაბაში ჩატარებულ აფრიკის კავშირის აღმასრულებელი საბჭოს 24-ე სამიტსა და 22-ე ასამბლეაში.
ღონისძიების ფარგლებში 34 აფრიკული სახელმწიფო ოყო წარმოდგენილი. საქართველოს საელჩომ აფრიკული ქვეყნების დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ ბოლო პერიოდში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ეკონომიკური მდგომარეობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ასამბლეის ფარგლებში გადაწყდა რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. აფრიკულ კავშირში 54 ქვეყანაა გაერთიანებული.
08.02.14