საკრებულოს უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოს ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ დღეს საკრებულოსთან დაანონსებული აქციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და უმცირესობას მათ მიერ ორგანიზებულ პროვოკაციულ აქციებს ახსენებს.
“აქციები არის ნაციონალური მოძრაობის სტილი. ძალიან კარგად ვიცი წლების განმავლობაში, როგორ იგეგმებოდა და ხდებოდა პროვოკაციების ორგანიზება. ვიცი , რომელი ორგანიზაციები იყვნენ ამ აქციებში ჩართულები და ვინ იყო ორგანიზატორი. დღესაც იგივეს აკეთებს “თავისუფალი ზონა“, რომელიც მთლიანად მერიის მიერ ფინანსდება და დღესაც მათი პოლიტიკური მიზნების მატარებელია“,- განაცხადა საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ და დასძინა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ ორგანიზაციასა თუ ახალგაზრდულ კავშირს აქვს აქციის ჩატარებისა და ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულების გამოხატვის უფლება.
12.02.14