• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, აგვისტო 13, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
„პირისპირ დარჩენა დათვთან, როდესაც შენ ხარ ადამიანი არის ძალიან სახიფათო და წამგებიანი“ – სერგო რატიანი

„პირისპირ დარჩენა დათვთან, როდესაც შენ ხარ ადამიანი არის ძალიან სახიფათო და წამგებიანი“ – სერგო რატიანი

2014/02/12
in ექსკლუზივი
1 0
1
SHARES
8
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

unnamed (3)ერთ წელზე ოდნავ მეტი დრო გავიდა, რაც ქვეყანაში ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა, ამ დროის განმავლობაში მოხდა უამრავი ცვლილება, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე. ”თბილისი თაიმსი” ყოფილი ხელისუფლებისა და დღეს უკვე მთავარი ოპოზიციური ძალის პოზიციითა და შეფასებებით დაინტერესდა. მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სიტუაციებზე   ”თბილისი თაიმსს” ესაუბრა  ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი.

საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა –  მიხეილ სააკაშვილმა დატოვა პოლიტიკური სცენა და ოქტომბერიდან ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. როგორ შეაფასებდით 2013 წელს საშინაო პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებსა და “ქართული ოცნების” მთავრობისა დაპარლამენტის საქმიანობას ერთწელზე ოდნავ მეტ პერიოდში?

ერთადერთი რა მიმართულებითაც მუშაობს  და მიმართულია საპარლამენტო უმრავლესობა, არის ის, თუ როგორ გააძლიერონ საკუთარი ძალაუფლება. იმ საკანონმდებლო ცვილებებს, რომელიც მიმართული იყო პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებისაკენ. საჭიროებდა საქართველო, შთაბეჭდილება რჩება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მუშაობა არ არის კოორდინებული. ასევე გვახსოვს სხვადასხვა ინიციატივები, რომლებმაც ზიანი მიაყენეს საქართველოს ეკონომიკას. მაგალითად, იყო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის მონიტორიუმს, აზარტული თამაშების აკრძალვას და ა.შ , ეს კანონ-პროქტები არ განხორციელდა თუმცა გარკვეული სახით ზიანი მიაყენა ეკონომიკას, როგორც წესი, როცა გარკვეული პოლიტიკა წინასწარ არის დეკლარირებული შემდეგ კი შესრულება არ ხდება ზიანს აყენებს ქვეყანას და ინვესტორების არასაიმედო გარემოს ქმნის. ასევე იყო  რამდენიმე ნეგატიური კანონ-პროექტი განათლების სფეროშიც, როცა უნივერსიტეტები არასამეწარმეო იურიდიული პირიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაიყვანეს, ამით შეუმცირეს უფლებები. ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით დოქტორანტები ასისტენტ-პროფესორები ვერ გახდებოდნენ, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა ყველა მიმართულებისთვის, განსაკუთრებით კი სოციალური მეცნიერებისთვის. ეს ინიციატივაც, საბედნიეროდ არ განხორციელდა. უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტის წინააღმდეგ წავიდა თავდაპირველად  31 დეპუტატი ”ქართული ოცნების” მხრიდან, ამ მხარდამჭერი დოკუმენტის შემუშავება მოხდა მას შემდეგ რაც ხელისუფლების წევრებმა დაინახეს საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი პოზიცია ამ მოვლენასთან დაკავშირებით. ჩვენი დელეგაცია კი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა კიევში, უკრაინელი ხალხის გვერდით. ბოლო ჩვენი პრეტენზია ხელისუფლებასთან არის ის, რომ ღარიბაშვილმა არ დააფიქსირა თავისი მკვეთრი პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში და ბოლო საგარეო ვიზიტისას საქართველოს დელეგაცია გამოიყურებოდა ისე როგორც რუსეთის პარტნიორი და არა ევროპისა.

რუსთაველის პროსპექტზე მდებარე პარლამენტის შენობის ქუთაისისთვის გადაცემის შესახებ ზურაბ ტყემალაძის განცხადება არა ერთგვაროვნად იქნა აღქმული. ამ თემაზე სპიკერ უსუფაშვილის განცხადება, რომ ეს პრობლება ალბათ სხვა გზით უნდა გადაწყდეს, ასევე ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვა დატოვა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები კი არ იმართება, არამედ როგორც ქალბატონი სალომეზურაბიშვილი შენიშნავს, “მთელი ქვეყანას სკანდალიდან სკანდალამდე ცხოვრობს.” მთავრობა ქმედუნარიანობას ვერ ავლენს, საინფორმაციო სივრცეში “ნაცმოძრაობა” მთავრობას აშკარად ჯაბნის; თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელშიც დღეს ვიმყოფებთ? 

ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი უმრავლესობამ, სიტუაციის კომიკურობა კი მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად ძალაუფლებისა, ფინანსური სიძლიერისა მათ ვერ მოახერხეს და საწადელს ვერ მიაღწიეს, ვერ შეძლეს დასახულის განხორციელება. ძალიან დიდი ზეწოლები იყო საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე, მხოლოდ ორი ხმა დააკლდათ მათ კანონის მისაღებად, მიუხედავად ამხელა ფინანსური შესაძლებლობისა რაც მათ გააჩნიათ. დღეს უკვე კონსტიტუცია შეცვლილია და უფრო მეტი ხმა სჭირდება კონსტიტუციის შეცვლას. ამის შემდეგ დაიწყო მათი კომიკური მოძრაობები ამ მიმართულებით. შესაძლებელია რაღაც გზა გამონახოს საპარლამენტო უმრავლესობამ და სამუშაოების გარკვეული ნაწილი თბილისში ჩატარდეს, თუმცა პარლამენტის მთლიანად თბილსში გადმოტანა ალბათ ვერ მოხერხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან საზიანო იქნება ქუთაისისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის, რადგანაც უკვე შეინიშნება ბიზნესის აღორძინება ქუთაისში.   თბილისი წლების განმავლობაში შთანთქავდა სხვა ქალაქებს და საკუთარი როლის ზრდას სხვა ქალაქების როლის შემცირებით ახერხებდა, პოლიტიკური, კულტურილი, სპორტული თუ სხვა მიმართულებით. ეს სტერეოტიპი უნდა დაინგრეს, კულტურულ ქვეყანაში უნდა მოხდეს როლის თანაბარი გადანაწილება ქალაქებს შორის, მითუმეტეს ისეთ მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი პირველი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელმაც ამ მიმართულებით გადადგა ნაბიჯები, უფრო მეტიც, როცა პირველი ოქტომბრის შეფასებას აკეთებენ, ავიწყდებათ უმთავრესი რამ, 2012 წლის ოქტომბერს, სხვა ქალაქებში ხმების მიცემა მოხდა ისე, როგორც ეს ხდება თბილისში, ანუ პირველად დაფიქსირდა პრეცენდენტი, როდესაც სხვა ქალაქებმა ოპოზიციურ ძალას დაუჭირეს მხარი. სოფელი და ქალაქი სხვადასხვანაირად აძლევს ხმას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სოფლის მაცხოვრებელთა ინტერესები არ არის იმდენად დიფერენცირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ ქალაქემა, რომლის განვითარებაც ნაციონალური მოძრაობის მთავრობის სახელს უკავშირდება ოპოზიციურ ძალას მისცეს ხმა. მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო და ეს დადებითი მოვლენაა.

რაც შეეხება უკრაინას. ცხადია,  რომ პოსტსაბჭოთასივრცეში დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება და მისი სავარაუდო შედეგები უკრაინაში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში?

მე ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინაში წყდება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად რეგიონის ბედი და გარკვეულწილად საქართველოსი და რომ რუსეთის ბედიც. თუ უკრაინელი ხალხი მიაღწევს საწადელს და ევროპისკენ გააგრძელებს გზას, მაშინ ნაკლები იქნება ზეწოლები საქართველოზე, რადგანაც ის ფაქტი, რომ ხალხს შეუძლია რაღაცა შეცვალოს, იქნება ძალიან დიდი მაგალითი რუსეთისთვის, თუ ევრომაიდანი დამარცხდა ჩვენ ძალიან დიდ ზეწოლას უნდა ველოდეთ. უკრაინა არის ძალიან დიდი აგრესიის მსხვერპლი რუსეთის მხრიდან, გარკვეულწილად იანუკოვიჩიც ამ აგრესიის მსხვერპლია. ძალიან მძიმე საყურებელია, როდესაც მთავრობა ხალხის არჩევანის წინააღმდეგ მიდის და იარაღს უშვერს მას.  საქართველოს უსაფრთხოების საკითხი წყდება ახლა უკრაინაში, სწორედ ამიტომაა , რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზიები უმრავლესობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველო –რუსეთის ურთიერთობაზე რას იტყოდით? რუსეთმა ეუთოში საქართველოსთან დაკავშირებული განცხადება დაბლოკა,  მინისტრ ლავროვის განცხადებით, შიდა ქართლში “მავთულხლართები მანამდე იქნება, ვიდრე თბილისში  “ცხელითავები” იქნებიან,” რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე პუშკოვმა განაცხადა – “საქართველოს პირობები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე არარეალურია“. მოგეხსენებათ, მინისტრმა ფანჯიკიძემ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობად რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთოსეთის დეოკუპაცია დაასახელა . . თქვენ როგორ აფასებთ ახალი მთავრობის ახალ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში?

ამ მიმართულებით ჩვენ რა საკვირველია ვაკრიტიკებთ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რადგან მათ აქვს სრული დათბობის პოლიტიკა, ჩვენ კი გვქონდა სრულიად განსხვავებული და პრინციპული პოლიტიკა, გვქონდა წითელი საზღვრები და ამ საზღვრებს იცავდა საერთაშორისო საზოგადოება. ნაციონალური ინტერესებს, ჩვენს მაგივრადდ არავინ არ დაიცავს, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ევროპული ინტეგრაციისკენ მივდივართ, პირველ რიგში უნდა გავცეთ პასუხი კითხვას  – თუ რა მოაქვს ამ ევროპულ გზას, ევროპულმა ქვეყნებმა, პირველი დადებითი, რაც ევროინტეგრაციით მიიღეს არის, ის რომ ისინი პირისპირ ერთი ერთზე არასდროს ესაუბრებიან რუსეთს, ჩვენც პირისპირ არასდროს ვესაუბრებოდით მათ, ჟენევის ფორმატით, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დავმსხდარიყავით არა მარტო რუსეთთან, არამედ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, დაგვეფისირებინა ჩვენი პრინციპული პოზიცია და გვქონოდა წითელი ხაზები, ეს პრინციპულობა მოიშალა ამ ხელისუფლების პირობებში, ისინი ყველგან ამბობენ, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ პრობლემა რუსეთსა და ევროპას შორის, ეს არის ძალიან სერიოზული და ძლიერი პრობლემა და პირისპირ დარჩენა დათვთან , როდესაც შენ ხარ ადამიანი არის ძალიან სახიფათო და წამგებიანი.

როგორ ფიქრობთ, ბატონო სერგო, უნდა წასულიყვნენ თუ არა ქართველი სპორცმენები რუსეთის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე? ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება მედიით ოლიმპიადიის ხარვეზებზე, ასევე ქართული დელეგაციის წევრია დეპუტატი ლერი ხაბელოვი ,როგორია თქვენი პოზიცია?

პოლიტიკას არ ახასიათებს ტოტალობა, სადაც პოლიტიკაა ჩვენ იქ გვეთქმის სიტყვა მხოლოდ, ვფიქრობ საქართველოს დროშა არ უნდა იყოს დღეს ამ ოლიმპიადაზე, საქართველო როგორც ქვეყანა არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ჩვენი ოკუპანტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე, მესმის ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნებოდა სპორტცმენებისთვის, თუმცა მათ შეეძლოთ ოლიმპიური დროშის ქვეშ ეასპარეზათ, ჩვენ არ ვერევით მათ პირად ინიციატივებში. ამ ფორმით მონაწილეობა კი ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან შეურაცმყოფელია, პირველ რიგში ეს არის ზიანის მომტანი იმ არაღიარების პოლიტიკისთვის, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო აწარმოებს. ყველაზე დიდი პრობლემა, თუ არ ჩავთვლით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთთან გვაქვს ჩვენ, ოლიმპიადაში ამ სახით მონაწილეობა კი ამ პრობლემას აქტუალურობას უკარგავს. ევროპის რამდენიმე ლიდერი პროტესტის ნიშნად არ ჩავიდა სოჭში, თუმცა მათ საქართველო არც კი უხსენებიათ.

აშშ- საქაღთველო. აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ვიქტორია ნულანდმა თბილისში ყოფნისას განაცხადა – “ველით საქართველოს ლიდერთა ვიზიტს აშშ“– ივანიშვილისადმი ობამას წერილში ნათქვამია – “აშშ იმედის თვალით უყურებს ღარიბაშვილთან თანამშრომლობას“. აშშ–ში დამკვირვებელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ამერიკამ რუსეთისადმი ინტერესი დაკარგა. ძნელი სათქმელია რეალურად რამდენადაა ასე, მაგრამ ვითარებაში, როცა კრემლს პოსაბჭოთასივრცეში ძველიამბიციები არასვენებს, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება ურთიერთობა აშშ–სა და საქართველოს შორის?

ამერიკა წლების განმავლობაში იყო ჩვენი მეგობარი, ვფიქრობ ახლაც აშშ რჩება საქართველოს სახელმწიფოს მთავარ სტრატეგიულ  პარტნიორად, თუმცა ის  გადახრები რაც საქართველოს მთავრობას აქვს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში არ აძლევს მას საშუალებას აქტიურად დაგვეხმაროს ჩვენი პრობლემების მოგვარებაში. პრობლემა იმაშია, რომ გარკვეულმა ქმედებებმა,  შეიძლება  ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ დაგვაყენოს, რის შედეგადაც ბუნებრივია მოხდება საქართველოს დაშორება ევროინტეგრაციისგან, მე დიდი იმედი მაქვს რომ მოვლენების ამგვარი განვითარება არ მოხდება. ჩვენ, როგორც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა, ჩვენს ხელთარსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ საიმისოდ, რომ მოვლენები ამგვარად არ განვითარდეს.

12.02.14

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
Next Post

ექსპერტები ხელისუფლებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად კონკრეტულ სტარტეგიას სთავაზოვბენ

გიორგი მარგველაშვილი: „აზერბაიჯანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ დიდი პროექტი“

გიორგი მარგველაშვილი: „აზერბაიჯანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ დიდი პროექტი“

პაატა ბურჭულაძის ხელის ანაბეჭდები გაიხსნა

პაატა ბურჭულაძის ხელის ანაბეჭდები გაიხსნა

Discussion about this post

ახალი ამბები

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 
ახალი ამბები

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 

2022/08/13
0

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა ეკვადორის ქალაქ...

სრულად
ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

2022/08/13
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

2022/08/10
ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

2022/08/09
„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

2022/08/09
მამუკა ონაშვილის საფლავს თეთრი ძაღლი არ შორდება 

მამუკა ონაშვილის საფლავს თეთრი ძაღლი არ შორდება 

2022/08/09
„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

2022/08/09

საინტერესო

შსს-ს ანტიკორუპციულმა სააგენტომ „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა

8 წელი ago
ნუცუბიძეზე გზისა და სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში შშმ ბავშვებისთვის ატრაქციონები მოეწყო

ნუცუბიძეზე გზისა და სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში შშმ ბავშვებისთვის ატრაქციონები მოეწყო

4 წელი ago
თეა წულუკიანმა ადიგენში მე-60 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

თეა წულუკიანმა ადიგენში მე-60 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

4 წელი ago
ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

რა ელის ლარს ახალი წლის შემდეგ?!

7 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა  2022/08/13
  • ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა 2022/08/13
  • რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება 2022/08/10

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In