ფარულ მიყურადებისა და ჩანაწერების განხორციელებასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება.
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც სასჯელის 3-დან 7 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სხდომის შემდეგ განაცხადა, ცვლილებები კოდექსის სამ მუხლში შედის.
“უკანასკნელი წლების განმავლობაში ხდებოდა პირადი და ინტიმური ცხოვრების უკანონო მიყურადება-ჩაწერა, რითაც უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. ამ მიმართულებით კანონის დარღვევა ითვალისწინებდა სამ წლამდე პასუხისმგებლობას, ცვლილების შემდეგ კი იქნება 7 წელი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ჭიკაიაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, კანონი ყველა ადამიანისთვის თანაბარი სიმკაცრის იქნება.
“თუ ადამიანს ხელში ჩაუვარდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, თუ აუდიომასალა და მას საგამოძიებო ორგანოში წარადგენს, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. ხოლო თუ მას სხვა მიზნებისთვის გამოიყენებს, ვინც არ უნდა იყოს იგი – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, მათი პასუხისმგებლობა დადგება”, – აღნიშნა ჭიკაიძემ.
12.03.14