დღეს ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ზალკალიანსა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს იუ ბინს შორის.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ჩინეთსა და საქართველოს ერთიან ხედვაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ელჩმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ჩინეთის ოფიციალური და განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
13.02.14