პრეზიდენტის პირველი გამოსვლა პარლამენტში 21 თებერვალს გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება.
უკვე ვრცელდება მზადების პირველი ფოტოები. შეხვედრა დღეს კანცელარიაში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები საკუთარ მრჩევლებთან და საპარლამენტო მდივანთან გამართა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტს 40-წუთიანი გამოსვლა ექნება.
მიმართვას, შესაძლოა, არ დაესწროს ოპოზიცია. “ნაციონალური მოძრაობა” გუნდში კონსულტაციებს გადის.
17.02.14