საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს თურქეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური პარტნიორობის საკითხებს, მათ შორის იმ პროექტებს რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს.
აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს თურქეთის რესპუბლიკიის დიპლომატიურ მისიასთან.
20.02.14